• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
01:09 12-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ექიმი ნანა გეგეჭკორი:

,,შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება.

ვისაც დროზე ვერ გპასუხობთ, წარმოიდგინეთ, რამდენად რეალურია ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც წერილზე რეაგირება ყოველ დღე… დღემდე უპასუხოდ არავინ დამიტოვებია, ვისმა ხმამაც მოაღწია ჩემამდე, მაგრამ არარეალურია ყველას იმ ხარისხის დახმარება გავუწიო რაც საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად.

ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავი დაუცველი, მართლა სერიოზული პრობლემის წინაშე. ვინც თქვენ კონსპირაციის თეორიებით და არამეცნიერული რეცეპტებით გკვებავთ იმათ სულ სხვა ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. თქვენს ანტივაქსერ ინფლუენსერებს თქვენსავით ოკეანის გაღმა არ უწევთ დახმარების თხოვნა. ისინი მშვიდად არ იცრებიან, რადგან თქვენსავით ყოველ დღე ტანსპორტით კი არ მგზავრობენ, ქუჩაში არ არიან გავარდნილები სარჩოს საძიებლად, არამედ თბილ, გასტერილებულ სამუშაო ოთახებსა და პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებებში სტერილურად ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. რომც შეეყაროთ კოვიდი მსოფლიოს საუკეთესო ექიმებს დაიხვევენ თავზე და სპეცრეისებით გადაფრინდებიან გერმანულ თუ ამერიკულ კლინიკებში. მათი და თქვენი სასტარტო პირობები ამ ბრძოლაში ერთნაირი არაა და ნუ აბრიყვებინებთ თავს…

აიცერით!
მილიარდობით ადამიანია აცრილი და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ აცრა კოვიდით სიკვდილისგან იცავს. დიახ, ვაქცინაციას ახლავს რისკებიც და გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ ისინი ბევრად, ბევრად უსაფრთხოა ვიდრე კოვიდით ავადობა. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ყველა გვერდითი ეფექტი ადვილად სამართავია.

ატარეთ პირბადე ცხირ-პირზე!
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სწორად მორგებული პირბადე დიდწილად იცავს ინფიცირებისგან. ნიკაპზე მორგებული პირბადე მხოლოდ დაბალი კულტურის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, ის არაფრისგან არ გიცავთ.

დაიცავით დისტანცია!
დავასრულოთ როგორღაც ეს სიკვდილის მარათონი და ქორწილებსაც მოასწრებთ და ხვევნა-კოცნასაც. ადამიანების სიცოცხლე ღირს ხშირად ეს გაუთავებელი ტაშ-ფანდური.

დაიცავით ჰიგიენა!
ნუთუ მართლა ასე რთულია ამ პუნქტის დაცვა…

ნუ გახდებით არაპროფესიონალი, უსინდისო ადამიანების მსხვერპლი.

ენდეთ პროფესიონალ ექიმებს და მეცნიერებას.

ვაქცინაციაა არც მღვდლის პროფესიული სფეროა და არც მომღერლის, დიასახლისის, ფიტნეს ინსტრუქტორის, პრემიერმინისტრის, მსახიობის, მემანქანის, მეწაღის, ბიზნესმენის და ა. შ.

ექიმები, ბიოლოგები, ეპიდემიოლოგები სწავლობენ წლობით, იმისთვის, რომ ვაქცინაციის თაობაზე კვალიფიციური რჩევის გაცემა შეძლონ. დიახ, წლობით სწავლაა ამისთვის საჭირო. ბრილიანტის საყურეების ჩამოკონწიალებით ან რესტორანში თუ კარნეგი ჰოლში სიმღერით არ მოდის ეს ცოდნა.

გთხოვთ, ანდეთ თავი მეცნიერებას და გადარჩით.”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved