• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლო და სასიამოვნო ალბათობით, ომიკრონი ბოლო ვარიანტი იქნება, რომელიც მთლიანად გააქრობს COVID-19-ს – თამარ ქვარცხავა

ალია ავტორი - ალია
17:04 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა სოციალურ ქსელში კორონავირუსის ომიკრონ-შტამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„1. ომიკრონი რამდენჯერმე უფრო სწრაფად განიცდის რეპლიკაციას და მრავლდება.
2. ომიკრონი დელტასთან ვერ კოჰაბიტირებს. აშკარად ჯობნის და ანაცვლებს მას. ვისაც აქვს ან ემართება დელტა, შანსი იმისა, რომ სხვას გადასდოს უფრო და უფრო მცირდება. ომიკრონის შანსი კი პირიქით, იზრდება რომ უფრო ადვილად გადავიდეს მათზე, ვინც დელტა უკვე გადაიტანა. ასეთი დაუნდობელი კონკურენცია დელტას გაქრობის შანსს ზრდის. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომიკრონი ყოველთვის დომინანტური დარჩება. ბუნებრივი სელექციით მუტაცია გაგრძელდება.
3. ომიკრონის ინფექცია შესაძლოა აძლიერებდეს ორგანიზმში უკვე არსებულ იმუნიტეტს COVID-19 ინფექციის მიმართ (მათ შორის ყველაზე ფატალური დელტა ვარიანტის მიმართაც) და არამხოლოდ ანტისხეულების მანეიტრალიზებელი მოქმედების გზით. მან შესაძლოა დელტასგან და სხვა ვარიანტებისგანაც დაიცვას ორგანიზმი. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და დიდი ზომის კვლევას საჭიროებს.
4. ჯერჯერობით არ ვიცით როგორ იმოქმედებს ომიკრონი მათზე, ვინც არც აცრილა და ვისაც არც ინფექცია გადაუტანია, ან როგორი იქნება რისკები სხვადასხვა თანმხლები დაავადებების დროს.
5. შემდეგი რამდენიმე კვირა თითქმის ყველგან გავივლით პიკს, რომელსაც დიდი გავლენა ექნება ჯანდაცვის სისტემებზე და ეკონომიკაზე, მაგრამ შორეული პერსპექტივა შესაძლოა არ იყოს ცუდი.
6. დელტას (ყველაზე მძიმე ფორმის) გადატანის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულებიც ვერ ერევა ომიკრონს. ის თავს იძვრენს ყველა ტიპის არსებული იმუნიტეტისგან: როგორც წინა ვარიანტებით ინფიცირების შედეგად გამომუშავებული, ასევე აცრის შედეგად მიღებული იმუნიტეტიდანაც. ომიკრონი ემართება ყველას, მათაც ვინც აიცრა (უფრო მსუბუქად რა თქმა უნდა) და მათაც, ვინც მანამდე სხვა ვარიანტები გადაიტანა.

უმძიმეს პესიმისტებს ჰიჩკოკის იუმორით ფრთხილი ოპტიმისტებისგან გულთბილი მოკითხვა, სიყვარული და სამი შესაძლო გამოსავალი“ – წერს ექიმი და იმ სამ ვარიანტს განიხილავს, რომელიც შეიძლება მომავალში განვითარდეს.
“1. კოვიდი დაემსგავსება სეზონურ გრიპს, რომელსაც როგორც აქამდე, ერთი დომინანტური ვარიანტი ექნება. ხომ გახსოვთ ყოველ წელს ახალი გრიპის ვაქცინა რატომ არის საჭირო?
2. დაემსგავსება ვირუსს, რომლების რამდენიმე ვარიანტი ერთდროულად ცირკულირებს ხოლმე (მაგალითად, როგორიც არის დენგე), რომლის დროსაც ზოგჯერ ალაგ-ალაგ ვინმე ავად გახდება.
3. ნაკლები, მაგრამ შესაძლო და სასიამოვნო ალბათობით ომიკრონი ბოლო ვარიანტი იქნება. მივიღებთ პოპულაციურ იმუნიტეტს, რომელიც მთლიანად გააქრობს COVID-19-ს,“- წერს თამარ ქვარცხავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved