• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემოიპარა, თუ არა, სააკაშვილი ზღვით ქვეყანაში? – “უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი…”

ალია ავტორი - ალია
19:22 02-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის, ასევე საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინის შესახებ. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხელ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

“ბათუმელები” დაწყვრილებით გვიყვება, რა მოხდა სასამართლო პროცესზე:

“…გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,” – გვითხრა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები უკანონოდ მიგრანტის შემოყვანზე გააძლიერა.

“ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა ფარულად შემოიყვანეს საქართველოში სააკაშვილი, ამისთვის ისჯებიან ისინი,” – ამას “ნაციონალური მოძრაობის” და ორგანიზაცია “ალტერნატივას” ლიდერები ჰყვებიან, რომლებიც ასევე პროცესის დაწყებამდე ბათუმის სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლება ითხოვეს.

ის, რომ საზღვრის უკანონო კვეთის მიზანი მიგრანტის შემოყვანა იყო, მას არც პროკურორი ვლადიმერ მგალობლიშვილი გამორიცხავს. ის ამბობს, რმ ეს გამოძიების ცალკე ეპიზოდია, რაზეც ძიება ჯერ არ დასრულებულა.

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე კი, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მთავარი აქცენტი დაკავებაზე გააკეთა, რაც სასამართლოს შეფასებითაც, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, უკანონო იყო.

მთავარი ხარვეზი ისაა, რომ დაკავებულებს უფლებები არ განუმარტეს, ხოლო დაკავების შემდეგ შუა ზღვაში გაჩერებულ იახტაზე საათების განმავლობაში დატოვეს.

“ეს ნონსენსია: სასამართლო მიიჩნევდეს დაკავებას უკანონოდ და იმავდროულად პატიმრობაში ტოვებდეს ადამიანებს,” – ეს ადვოკატისთვის მთავარი არგუმენტია, რაც, მისი აზრით, აჩვენებს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია.

“მათ მოითხოვეს უკრაინული ენის თარჯიმანი და მივიყვანეთ იმ დროს, რაც ოქმშია მითითებული, ამ პროცედურულ დარღვევაზეა მხოლოდ საუბარი,” – აღნიშნა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“თარჯიმანი რომ ვერ იქნა დროულად ნაპოვნი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დაკავება კანონიერი იყო? დაკავების დროა ფალსიფიცირებული. ამას ხომ თარჯიმანი არ სჭირდებოდა?” – შეეპასუხა პროკურორს ადვოკატი.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოითხოვა დაუშვებლად მიეჩნიათ ის მტკიცებულებები, რომლებიც  სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკის დროს მტკიცებულებების სახით მიიღეს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაადასტურა, რომ სასამართლოს ეს შეფასება ჰქონდა, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, თუმცა:

“გვაქვს ასეთი რეალობა, რომ დაკავება დასრულდა და შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიება,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

ადვოკატის აქცენტია ისიც, რომ ბრალდებულების იახტა გონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში გააჩერა საზღვაო პოლიციამ, რომელიც ბათუმის პორტში არ შემოსულა.

“პორტში არ შემოსულან, მიდიოდნენ თურქეთში, საიდან გამოდის საზღვრის უკანონო კვეთა?” – კითხულობს ადვოკატი.

დაცვის მხარის მტკიცებით, ჩხრეკის დროს არ აღმოჩენილა ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და არც უკანონო თევზჭერას ახდენდნენ ამ გემით.

პროკურატურა ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რა მოტივით დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბრალდებულებმა.

“ეს იყო არა დაკავება, არამედ ტყვეობაში აყვანა,” – დასძინა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა იმ დასაბუთებით, რომ ყველა მტკიცებულება სასამართლოში უკვე წარმოდგენილია და “არავის სიურპრიზი აღარ ელის”.

“მოწმეებად დასაკითხი მხოლოდ პოლიციელები არიან. დაუჯერებელია, ბრალდებულებმა პოლიციის წარმომადგენლებზე მოახდინონ ზემოქმედება,” – დასძინა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“ისინი წყალში აპირებდნენ მიმალვას და ხმელეთზე უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ”, – ასე დაიწყო პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ იმის დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა გაუშვან პატიმრობიდან ბრალდებულები.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების იახტას წინ სანაპირო დაცვის ორი კატარღა გადაუდგა წინ და ბაგირზე ჩაიბა.

“ეს ბაგირიც კი გადაჭრეს და ცდილობდნენ გაქცევას…” – დასძინა პროკურორმა.

პროკურორს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა, რომ ვიდრე ის საუბრობდა, ბრალდებულებს ეცინებოდათ.

“ეს უპატივცემულობას კი არ ნიშნავდა, არამედ იმას, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანები არ კარგავენ რეალობის აღქმის უნარს…” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“შესაძლოა, იყოს სიცილის კონტექსტი, შესაძლოა, იყოს სხვა რაღაც…” – აღნიშნა მოსამართლემ.

“ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით გააჩერეს იახტა, რა უშლიდათ ხელს, განეგრძოთ გზა და 2 წუთში თურქეთის საზღვართან იქნებოდნენ,” – განაგრძო ადვოკატმა.

დაცვის მხარეს ამ საქმეში წარმოდგენილი აქვს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაც, სადაც უკრაინის სახელმწიფო შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო. ასევე აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინას, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებაა,” – თქვა მოსამართლემ.

“მე ათასჯერ ვარ შემოსული ამ გზით, მეზღვაურები ვართ, პროკურორმა ეს არ იცის, მაგრამ რატომ მოხდა ეს, რატომ დაგვაკავეთ?” – ჰკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს. მას მოსამართლემ უთხრა, რომ არსებითი განხილვა ჯერა არ დაწყებულა და კითხვებს ჯერ პროკურორი ვერ უპასუხობს.

ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ. “ეს თეთრი ძაფით შეკერილი საქმეა,” – დასძინა ბრალდებულმა მიხეილ ბატურინმა.

მოსამართლემ საბოლოოდ აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე უარი თქვა. ამის მთავარ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ახალი გარემოება არ არსებობს.

“დამისახელეთ ერთი დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც თვლით, რომ, მაგალითად, მიხეილ ბატურინი დანაშაულს ჩაიდენს?” – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისი მტკიცებით, ბრალდებულებს საქართველოს სახელმწიფი საზღვარი არ გადმოუკვეთიათ.

“მაშინ რატომ დასჭირდა მას ეს ფორმა?” – დისკუსიაში შეყოლა ამჯობინა მოსამართლემ.

“რომელი ნორმით იკრძალება წყლიდან შემოსვლა?” – დაჟინებული ტონი დაეტყო ადვოკატს.

“გთხოვთ, ნუ ჩამერევით გადაწყვეტილების მიღებაში,” – ადვოკატს თვალი აარიდა მოსამართლემ.

“რატომ ცდილობთ გაკეთილშობილებას, როცა კითხვებზე პასუხი არ გაქვთ?” – განაგრძო მოსამართლესთან კამათი ადვოკატმა.

“კითხვაზე პასუხი ძალიან კარგად მაქვს,” – უკან აღარ დაიხია მოსამართლემ და სიტუაციის განმუხტვა ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემით დაასრულა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

“პორტის და ნავსადგურში შემოსვლის გარეშე, როგორ არის შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, რა ვერსია გაქვთ?” – ისევ იკითხა ადვოკატმა. ამჯერად ის ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. სასამართლო სხდომა გრძელდება, გრძელდება საპროტესტო აქციაც სასამართლოს წინ.

ამ მომენტისთვის ვერავინ განმარტავს, თუ მართლაც შემოიყვანა ჯგუფმა უკანონო მიგრანტი, სად არის ის და როგორ ვერ იპოვნეს ამდენი თვის განმავლობაში? შემოიპარა და გაიპარა? შემოიპარა და გვირაბს თხრის? შემოიპარა და გადაცმული დადის ქუჩებში?

სასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდა

სასამართლო პროცესი ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდა

ადვოკატი ბექა ბასილაია და პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე

ბათუმელები

თეგები: ბათუმიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved