• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:28 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა – „არცერთი უსახლკარო ოჯახი“, რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, საჭირო საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახლკარო ოჯახს სარგებლობის უფლებით გადასცემს.

„ჩემი და მთელი ჩემი გუნდის, ვინც ღირსეულად ემსახურება ქალაქს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არის ის, რომ არცერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩება.

გვყავს, დაახლოებით, 400 ასეთი ოჯახი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს და ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით.

უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა და როგორც გითხარით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი თბილისელი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უბინაოდ არ დარჩება. პარალელურად კი უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მიწების დატაცებას და იქ უკანონო მშენებლობებს.

ეს არის კანონდარღვევა და არავითარ შემთხვევაში ეს წახალისებული არ იქნება. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს წესრიგი. ქაოსი ქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ პატიოსანი ადამიანებისთვის, ვინც გადამხდელია გადასახადების. ვინც რეალურად უსახლკაროა და ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, გვერდში დავუდგებით და არცერთი ასეთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved