“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში დეპუტატ ნინო წილოსანის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.
„მარტო საწამლავი?
შეიძლება ბოკუჩავას მშვილდ-ისარი ან შუბიც ესროლა და განეგმირა სპიკერი პარლამენტისა… ან სულაც შაჰიდის ქამარი ჰქონოდა და ხალხის რჩეულები ერთიანად აეფეთქებინა.
შალვამ მთელი ერი დაიცვა,“- წერს წიკლაური.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა 18 ივლისის მოვლენების შეფასებისას, შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა: შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია.
კომენტარები