დღეს, 28 მარტს, 19:00 საათზე, POSTV-სთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
“შალვა რამიშვილი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროვებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.
დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, ვიკრიბებით პროპაგანდის მანქანის, პოსტივის ოფისის წინ, რათა ხმაურით გავაპროტესტოთ ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოები ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ბინძური რუსული პროპაგანდა, მორალური ტერორი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!” – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები