• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაკო ვარ კასპიდან” – შიდა ქართლის პოლიციის არაფორმალური მმართველი 2014 წელს სკანდალის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
10:39 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

“შაკო ვარ კასპიდან” – შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შს მინისტრის მოადგილის, შალვა ბედოიძის კადრი შალვა ჯინიყაშვილი დაინიშნა.

შსს-ს მაღალჩინოსანმა დღეს გორში, სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციაზე თავის გამოჩენა სცადა და აგრესიით გამოირჩეოდა როგორც აქციის მონაწილეების, ასევე, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

“მთავარმა არხმა” “ოცნების” სამსახურში მყოფი ძალოვანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვა. ჩვენი წყაროს ცნობით, ჯინიყაშვილი შიდა ქართლის პოლიციის არაფორმალური მმართველია და მის გარეშე გადაწყვეტილებებს სამხარეოს უფროსიც კი ვერ იღებს.

შაკოს, იგივე შალვა ჯინიყაშვილს პოლიციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ბათუმის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსიც იყო თუმცა, გენისპექციის გადაწყვეტილებით სამსახურიდან 2014 წელს დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ის სკანდალი გახდა, რომელშიც ჯინიყაშვილი გაეხვა და ამას “ბათუმელების” მომზადებული სტატია ადასტურებს. ირკვევა, რომ პოლიციის ჩინოვნიკი შალვა ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის ე.წ. რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ „შაკოა კასპიდან”.

“ბათუმელებმა“ ეს მასალა თვითმხილველებზე დაყრდნობით 3 სექტემბერს გაავრცელა. სწორედ მედიასაშუალების მიერ, გავრცელებული სტატია გახდა გენერალური ინსპექციის დაინტერესების და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი.

წყარო: „მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved