„მთავარი არხის“ ინფრომაციით სენაკში “არქიმედეს” კლინიკა დაიხურა. როგორც ტვ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მიზეზი კლინიკის პაციენტების და მედპერსონალის კოვიდით დაინფიცირება გახდა. პირველადი ინფორმაციით პაციენტი, რომელსაც საავადმყოფოში შეყვანის დროს ტესტირება სწრაფი ტესტით ჩაუტარდა ვირუსი არ დაუდასტურდა ,შესაბამისად მისი იზოლირება არ მოხდა, რაც სხვა იქ მყოფი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი გახდა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ვირუსი კლინიკაში დაინფიცირებული ექთნისგან გავრცელდა.
კლინიკაში კი უარყოფენ ვირუსის პერსონალისგან გავრცელების შესაძლებლობას.
კომენტარები