სენაკში, 65 წლამდე ასაკის კაცი ორმოში, გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დევნილთა დასახლება “გარდოკის” სიახლოვეს მოხდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა.
ადგილობრივების თქმით, კაცი ხშირად სვამდა და სიმთვრალის გამო საცხოვრებლამდე მისვლას ვეღარ ახერხებდა. მას ოჯახი არ ჰყავს.
ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
კომენტარები