„სენაკიც მოვიგეთ! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება ოცნების ერთპიროვნული მმართველობა!“ – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ მისი თანაპარტიელის არჩევას.
ე.ი. სანამ სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ჭორებს ყრის და მთელი ოცნება პრემიერის 1 წლის „მიღწევებს“ აკოწიწებს, თანმიმდევრული და საქმიანი დღის წესრიგით სენაკიც მოვიგეთ !
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება ოცნების ერთპიროვნული მმართველობა !“ – წერს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულომ თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია.














კომენტარები