• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:29 04-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებშია გამოცდილი, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე. რეფორმის ფარგლებში სრულიად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, წლის ბოლოს კი ამოქმედდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც.
პარალელურად, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა ქალაქის მასშტაბით. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს და კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.
ამ ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 მარტს, უკვე დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1 360 795 მგზავრობა. ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა.

2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც. ახალი ავტობუსები გაეშვება 10 ძირითად დერეფანში, რაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი, სწრაფი და უსაფრთხო დაკავშირების უალტერნატივო წინაპირობაა.

აქვე მინდა, მოგაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, პრობლემის სრული სურათის წარმოდგენისას:
• 2016 წელს გადაადგილდებოდა 300 000 მდე ავტომობილი;
• დღეის მდგომარეობით მათი რიცხვი 580 000 დან 600 000-მდეა;
• ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70% და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილის მფლობელების 12%;
• თბილისში ავტომობილს ფლობს მოსახლეობის დაახლოებით 45% და მას კვირაში 5 დღეზე მეტჯერ გამოიყენებს ავტომობილის მფლობელთა 97%;

მეგობრებო, აი, ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რომელიც არის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზა საიმისოდ, რომ თბილისში გადაადგილება გახდეს ორგანიზებული“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved