ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით რუმინეთისთვის მიწოდებულ ნავთობში აღმოჩნდა ქლორის მაღალი კონცენტრაცია…
საუბარია შესაძლო რუსულ დივერსიაზე, რომელიც შეიძლებოდა რამდენიმე ავტო-ცისტერნით განხორციელებულიყო.
იბადება ორი კითხვა – არსებულ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი საქართველოში უკონტროლოდ ბოგინობს, შესაძლებელია თუ არა, ეს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარიყო? იძიებენ თუ არა ქართული სპეც-სამსახურები ასეთი ფაქტის შესაძლებლობას?
უნდა გვესმოდეს, რომ ასეთმა ეჭვმაც კი შეიძლება მთლიანად დაანგრიოს საქართველოს გეო-პოლიტიკური ფუნქციის პერსპექტივები. აღარაფერს ვამბობ, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებზე.“
კომენტარები