• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საცხოვრებელ ობიექტსა და მაღაზიებში ქიმწმენდის მოწყობა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

ალია ავტორი - ალია
12:40 03-04-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ამ სახის ობიექტის გარკვეულ შენობებში, მათ შორის საცხოვრებელში განთავსებას კრძალავს. ამასთან, ქიმწმენდებს რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ.

საქართველოს მთავრობამ ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ყველა ტიპის ქიმწმენდაზე ვრცელდება.

1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე, შეზღუდულია აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. კერძოდ, დიდი ქიმწმენდები მსგავსი შენობებისგან მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი, ხოლო მინი ქიმწმენდები – 50 მეტრით. მინი ქიმწმენდების განთავსება დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.

ამასთან, აკრძალულია ქიმიური წმენდისთვის ტანსაცმლის და სხვა ნივთების მიმღები ადგილის განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), სადაც კვების პროდუქტები იყიდება.

მოთხოვნებშია დამოუკიდებელი სათავსების არსებობა ტექნოლოგიური ოპერაციებისთვის, რაშიც მოიაზრება: სახარჯო მასალების დაწყობა, მიღება, ნაწარმის დახარისხება და პარტიების დაკომპლექტება, ლაქების ამოყვანა და გასუფთავება, ნაწარმის დამუშავება ორგანულ გამხსნელებში, გაჟღენთვა, სველი და თბური დამუშავება, საკერავი-სარემონტო სამუშაოები, ხარისხის შემოწმება, დაკვეთის გაცემა და სხვ. დაუშვებელია ქიმიურად გაწმენდილი და გაუწმენდავი ნაწარმის ერთად შენახვაც.

ამასთან, ქიმწმენდამ უნდა დაიცვას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. ვალდებულებებშია საწარმოს შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია. ქიმწმენდის საწარმომ თავად უნდა უზრუნველყოფს მავნე საწარმოო ფაქტორების პარამეტრების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კონტროლი. უშუალოდ სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა კი ნივთიერებების საშიშროების კლასიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკონტროლდეს.

დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუხლში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულის პერიოდული სამედიცინო შემოწმება, დაატრენინგოს, უზრუნველყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ამასთან, ობიექტებმა უნდა დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხმაურთან, ვენტილაციასთან, ვიბრაციასთან, სამუშაო ადგილის განათებასთან, ნარჩენების მართვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებით.

აღნიშნული რეგლამენტი 1-ელ მარტს ამოქმედდა, მოთხოვნებზე ზედამხედველობა კი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შრომის ინსპექციის სამსახურია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved