• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასულიერო პირები ხვალ ქუჩებს აკურთხებენ

ალია ავტორი - ალია
14:38 05-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ხვალ, 17 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, დედაქალაქის დალოცვა მოხდება.

მათივე ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

ამასთან, განცხადების თანახმად, დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”.

“ამ მიზნით მოძღვრები ორშაბათს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები.

ღონისძიების მარშრუტი ასეთია:

I მიმართულება – საბურთალო:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, საკაძის მოედანი, შარტავა, პეკინი, დოლიძე, ბახტრიონი, ძველი იპოდრომი, მაღლივი კორპუსი, ქავთარაძე, ყაზბეგის გამზირი-პავლოვი (ინფექციური სავადმყოფო), ვაჟა-ფშაველას გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ჯიქია, ნუცუბიძის პლატოს ყველა მიკრორაიონი, ბუდაპეშტი, ლისი, ვაშლიჯვარი, ავლაბარი.

II მიმართულება – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, ლაგუნა ვერე, სანაპირო, დიღმის მასივი, ლუბლიანა (კლინიკები), ბელიაშვილი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა, არჩილ მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, გლდანის ხიდები, გლდანის ყველა მიკრორაიონი, გლდანის ციხე, მუხიანი, თემქის დასახლება, დევნილების საცხოვრებელი უბანი ზღვაზე, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, დადიანი, საბჭოს მოედანი, ავლაბარი.

III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი:

ქუჩების მარშრუტი: კოსტავა, მარჯვენა სანაპირო-ორთაჭალა, გაბრიელ სალოსის ქუჩა, მოსკოვის გამზირი, ლილო, ვარკეთილი, ჰუალინგის დასახლება, ვაზისუბანი, ქვედა სამგორი, ისანი, ქეთევან წამებულს გამზირი, ავლაბარი.

IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე:

ქუჩების მარშრუტი: სანაპირო, გმირთა მოედანი, ვარაზის ხევი-ჭავჭავაძე, დელისი, თამარ მეფის ქუჩა. ბაგები, ვაკის პარკი, აბაშიძის ქუჩა, მრგვალი ბაღი, ფალიაშვილი, მოსაშვილი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილი, ბელინსკი, ჭონქაძე, მაყაშვილი, ლესელიძე, კოლმეურნეობის მოედანი, მარცხენა სანაპირო, დინამო, წერეთელი, მეტრო დიდუბე, წერეთელი, აგლაძის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, რკინიგზის სადგური, დავით აღმაშენებლის გამზირი, ვორონცოვი, ავლაბარი.

V მიმართულება – ჩუღურეთი:

ქუჩების მარშრუტი: სვანეთის უბანი, ლოტკინი, კუკია, ივერთ უბანი (ე.წ. ლეჩკომბინატი)” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved