ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სარკასტულ პოსტს აქვეყნებს:
,,ქოცებმა სამზარეულოდან ბირჟამდე მიმომავალი ჭორები და ამ ჭორების ენა ზეპირად იციან და ბევრ ინიციატივას ზუსტად ასეთი ენით აჟღერებენ რომ მათი სამასსიტყვიანი სალაპარაკო სიტყვათა მაარაგის და შესაბამისი განსჯის უნარის მქონე მიმდევრებისათვის მარტივი აღსაქმელი იყოს ის, რასაც აფუჭებენ ხოლმე.
მაგალითად: “ეს ზედიზედ ჩამწკრივებული ორი და სამი აფთიაქი რა უბედურებაა?”
და ჩამწკრივებული სურამის ნაზუქები? თიხის ჭურჭელი შროშაში? ჰამაკები ხაშურში(სადღაა)? ყავა ზესტაფონში? სიმინდი სანაპიროზე? რესტორნები პეროვსკაიაზე? საშაურმეები სააკაძის მოედანზე? ავტოცენტრები აღმაშენებელზე?
ყველა ბიზნესი ასე მუშაობს. ზოგადად ბაზარი ასე შეიქმნა. და დღეს მოლში სხვა რამე ხდება? მოლში რატომ არის ერთად ტანსაცმლის მაღაზიები? სასწრაფოდ დასაშლელია ყველა მოლი.
ყველა ჩამწკრივებულ ბიზნესს შორის აფთიაქების წინააღმდეგ მოჰყავთ ჩამწკრივებულობის არგუმენტი და ხალხი აღფრთოვანებულია, ეს რა საინტერესო დაკვირვება გააკეთესო.
კი ხართ ღირსი სხვა უბანში მოგიწიოთ თქვენთვის სასურველ აფთიაქში სიარულისთვის სირბილი.“














კომენტარები