• რეკლამა
  • კონტაქტი
15:49, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები ემზადებიან ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს…“ – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:35 02-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შევედი განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე იმის სანახავად, რა რეგულაციებს გვთავაზობენ სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით.იმის მაგივრად, რომ სიახლეები იწყებოდეს ამ ტიპის დოკუმენტით (არა მგონია იმაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს ამჟამად განათლების სისტემაში, ვიდრე სკოლების გახსნაა), პირველ სიახლედ გვხვდება:„მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა“იმედს არ ვკარგავდი და მეგონა მეორე სიახლე მაინც იქნებოდა, მაგრამ მეორე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დამხვდა “მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილა”.როდესაც აღმოჩნდა, რომ პირველ გვერდზე გამოტანილ სიახლეებში საერთოდ არ არის სკოლების გახსნა ნახსენები, არქივში დავიწყე ძებნა, და იანვრის არქივში მეხუთე ამბად ძლივს გადავაწყდი, რომ სკოლებს გახსნისთვის სრული მზადყოფნა აქვთ.რაც შეეხება რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები და რომელიც დაგვარწმუნებს, რომ განათლების სისტემა მართლაც მზად არის, ვერსად ვიპოვე. ბოდიშს ვიხდი, თუ ასეთი დოკუმენტი სადმე არსებობს, მაგრამ ჩემი დაუღალავი ძიებით თუ ვერ ვიპოვე, არა მგონია მშობლებმა ძებნის ამოცანა უფრო წარმატებით შეასრულონ. უამრავი ასეთი რეგულაცია არსებობს ოფიციალურ საიტებზე და მხოლოდ თარგმნა და მცირედი ადაპტაციაა საჭირო. ოღონდ, ცხადია, მარტო დოკუმენტად არ უნდა რჩებოდეს და რეალურად განხორციელებადი იყოს. ერთი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო (სწორედ ერთი წელია გასული, რაც ფაქტიურად დაკეტილია სკოლები). ბევრი მშობელი სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ სკოლები არ არის სათანადოდ მზად გახსნისთვის და ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ სწორედ ამ მზადყოფნას დაუღალავად მოითხოვდნენ, გამოსავალს სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებაში ხედავენ (ანუ ბავშვები ისევ სრულიად არაადექვეტურ გარემოში დარჩნენ). ეს არ არის სწორი გამოსავალი. პანდემიის დაწყებიდან მობილობის შემცირების ყველაზე მარტივ გამოსავლად რატომღაც ყველას სასწავლო დაწესებულებების დახურვა მიაჩნია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოწინააღმდეგეები და თვითონ განათლების სისტემის წარმომადგენლების ნაწილიც ემზადებიან ნიშანი მოუგონ გახსნის მომხრეებს, აგერ ბატონო, გავხსენით სკოლები, გავრცელდა ვირუსი და მერე ისევ სწრაფად მიკეტონ, როგორც ეს ძალიან ეადვილებათ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved