თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება და შესავალ სიტყვებს იტყვიან ბრალდება და დაცვის მხარე.
ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს – პოეტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები