• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლოში ვაჩვენეთ, რამდენად უსუსურია „ქართული ოცნების“ „არგუმენტები – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:51 08-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

ამ საკითხში მთავარი მსაჯულები არიან საქართველოს მოქალაქეები, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ რუსული კანონებით და რეპრესიული სისტემის ქვეშ ცხოვრება, მაშინ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება უნდა გამოიყენონ და 26 ოქტომბერს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

„საზოგადოებას ახსოვს, რომ მთელი თვეების განმავლობაში, საპარლამენტო განხილვების დროს „ქართული ოცნება” სრულიად დაუსაბუთებლად ამბობდა, რომ ჩვენ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას თითქოს სამართლებრივი არგუმენტები არ გვქონდა. ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინ სასამართლოში ჰქონდათ, არის ის, რომ თურმე „უცხო” ცუდი სიტყვა არ არის. აი, ამ დონის სამართლებრივი არგუმენტით არის წარმოდგენილი „ქართული ოცნება” და ამ დონის სამართლებრივი არგუმენტით იყო წარმოდგენილი სამართლებრივი განხილვების დროსაც, რომ „უცხო” არ არის ცუდი სიტყვა, აქ იწყება და აქ მთავრდება მათი არგუმენტები და ეს გუშინ სასამართლო პროცესზე ძალიან კარგად გამოჩნდა.

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მას, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს რუსული კანონებით და რეპრესიული სისტემის ქვეშ, მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება უნდა გამოიყენონ. ეს არის არჩევნებში ხმის მიცემა.

საბოლოო ვერდიქტი მოქალაქეებმა უნდა გამოიტანონ. საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. ჩვენ სასამართლოში გუშინაც ვაჩვენეთ, ასევე, დღეს და ხვალაც ვაჩვენებთ, რამდენად უსუსურია „ქართული ოცნების” „არგუმენტები”. ამ საკითხში მთავარი მსაჯულები არიან საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved