სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გაემგზავრა. არაოფიციალური, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ფლორიდაში გეგმავს ტრამპი დღევანდელი პროცესის შესახებ განცხადების გაკეთებას.
ექს-პრეზიდენტის თვითმფრინავი ნიუ-იორკის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 4 საათზე აფრინდა.
ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა..
CNN-ის ინფორმაციით, მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა
კომენტარები