მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.
სასამართლოს გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანები. სასამართლოში მივიდა რეჟისორი ქეთი დოლიძეც.
დოლიძემ რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქზე” სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაგმო.
კომენტარები