• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველო ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:36 11-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ეტაპობრივად იღებს კანონებს, რომლებიც შინაარსითა და მიზნებით სრულად იმეორებს რუსეთის კანონმდებლობის მოდელს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, საჯარო სამსახურის ახალი კანონი ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითია – დოკუმენტი საჯარო მოხელეთა ტოტალურ პოლიტიზებას, აკადემიური და პროფესიული თავისუფლების შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ზურაბიშვილის თქმით, მსგავსი კანონები „არ იწერება თბილისში“, არამედ წარმოადგენს რუსულ მოდელზე მორგებულ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი სახის შეცვლა და ქვეყნის ჩრდილოელი მეზობლის სისტემურ ანარეკლად ქცევა.

ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია საჯარო სამსახურის ახალი კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას მათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე მეორე სამსახურის აკრძალვა ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება. ასეთ მავნებლურ კანონებს ერთი მეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ აინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ, რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული, ან თუნდაც დაწერილი? გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან , რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved