• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში, რას აცხადებენ ევროკავშირში – “რადიო თავისუფლება”

ალია ავტორი - ალია
12:00 12-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,086

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ, ბრიუსელში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელენს.

რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ.

ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები – მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.

რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ. ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.

პირველივე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, 12%-ით გაიზარდა, – 22 005 ადამიანიდან 24 595 ადამიანამდე.

8%-იანი შემცირების მიუხედავად, 2023 წელს კვლავ მაღალი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2022 წელს საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, 2023 წელს მათი რაოდენობა 24375-მდე შემცირდა.

რა შემთხვევაში გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს?

2017 წელს ამოქმედებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ერთ-ერთი ის ზომაა, რასაც ევროკავშირში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული შემობრუნების საპასუხოდ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება. ევროპარლამენტის 27 ნოემბერს მიღებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ ამ ინიციატივით გამოდის.

პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება – საამისოდ საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.

 

ევროკავშირი საქართველოს შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში იმსჯელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved