• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში შემოსულ სატვირთოს მძღოლებს ტესტირება უტარდებათ

ალია ავტორი - ალია
14:06 05-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან, სატვირთოს მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძემ დღეს დადასტურებულ 26 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.

„გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კერძოდ ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი – სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონების ჩვენთან აქტიური მუშაობა – ქვეყანაში ყველა შემოსული ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან, 14 დღით კარანტინში მოქცევა და შემდგომ იქ მათი კვლევა. გუშინ კიდევ, დამატებითი ოთხი ასეთი საკარანტინო შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის არის ორი ტრაილერის მძღოლი ისევ საკარანტინო ზონიდან.

პარასკევიდან ყველა ტრაილერის მძღოლს, რომელებიც ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოდიან, ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდება. ეს არის სწრაფი ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი კაპილარული სისხლიდან, ანუ, თითიდან და მეორე პარალელურად ნაცხი, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. ეს არ არის „პისიარ“ ტექნოლოგია, ეს არის სწრაფ ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტი და თუ რომელიმეზე ან საეჭვო, ან დადებითია, მაშინ ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში. შემდგომ უტარდება „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევა. ამ მეთოდით კველევები უკვე მოქმედებს ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ქვეყანაში და მაქსიმალურად გვინდა ავიცილოთ თავიდან, სწორედ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved