გუშინ, 6 ივნისს თბილისის დროით 21:51 საათზე დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 25 კილომეტრის დაშორებით, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა გაავრცელა.
მიწისქვეშა ბიძგები 3.0 მაგნიტუდას შეადგენდა.
მანამდე, 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 20:15 საათზე. ხოლო პირველი მიწისქვეშა ბიძგები 20:04 საათზე დაფიქსირდა.
კომენტარები