საქართველოში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მიწისქვეშა ბიძგები ხანმოკლე ინტერვალით კიდევ ორჯერ განმეორდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, შემდგომი ბიძგები ნაკლები სიმძლავრის იყოს, კერძოდ, 4,1 და 4,5 მაგნიტუდის.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მოდევნო ბიძგები კი 22:28 საათზე და 22:35 საათზე განმეორდა.
თავდაპირველად გავრცელდდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 (ML) მაგნიტუდა იყო.
კომენტარები