საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საერთო ჯამში 88 522 პირმა ჩაიტარა ჩაიტარა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება დღიურად აცრილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 16 მაისის მონაცემებით, 3 130-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო. გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია – 100 ათასი დოზა მიიღო.
კომენტარები