საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი, დილით გამოჯანმრთელებუთა რაოდენობა 84-ს შეადგენდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.
კომენტარები