საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა.
გაზრდილია სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტთა რიცხვიც, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 239-ს შეადგენს.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობას, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა დღეს 4641-დან 4534-მდე შემცირდა.
კომენტარები