საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია დღემდე მის მიერ შემოტანილი ვაქცინებით მიმდინარეობს.
“დღეს იცით რა ვაქცინებია დარჩენილი და რა ვაქცინით იცრება ხალხი? – აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე, ჯერ კიდევ ის ვაქცინებია. იმ ვაქციებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა. ეს გავაკეთე და უფრო მეტს გავაკეთებდი. ვაქცინაციის პროცესში წარმატებებს ვუსურვებ ხელისუფლებას, ეს საკითხი ზეპარტიულია” -თქვა გახარიამ “ამერიკის ხმასთან”.
კომენტარები