საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 638-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
მათ შორის გარდაცვლილი – 10
კარანტინის რეჟიმში – 4896
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.
კომენტარები