საქართველოში დღეიდან გამოიდარებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
12 მაისს, დაბლობში 27 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში – 25. აღმოსავლეთ საქართველოში – 21-23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში -18-დან 23 გრადუსამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 13 მაისს, საღამოს საათებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ელჭექი კახეთისკენ, თუმცა საერთო სურათი არ იქნება უკანასკნელი პერიოდის მსგავსი. მიმდინარე კვირაში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 30 გრადუსს მიაღწიოს.
იმედინიუსი
კომენტარები