• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრობლემები“ – რას წერს გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
22:21 07-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სამ ნაწილად აქვეყნებს თავდაცვის პოლიტიკის პრობლემებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თავდაცვის პოლიტიკის პრობლემები. ნაწილი 1
როგორ შეიძლება იყოს კონფიგურირებული საქართველოს თავდაცვის სისტემა და რისი შესაძლებლობა გვაქვს ?
2023 წელს მშპ-ს მოცულობა პროგნოზირებული გვაქვს 79 მილიარდი ლარი, რაც გვაძლევს საბაზისო რიცხვს 1580000000 ლარს, 1 მილიარდ 580 მილიონ ლარს სამხედრო ბიუჯეტისთვის. რატომ ეს რიცხვი, მარტივად ეს არის მშპ-ს 2 პროცენტი, რომელიც შეიძლება და აუცილებელია ქვეყანამ დახარჯოს თავის თავდაცვაზე, ისე რომ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინოს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 4 %-მდე გაზრდაც, იმ პირობით, რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის შიგნით დაიხარჯება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის 3 მილიარდი ლარი გვაქვს, ისე რომ არ დაზარალდება არც ჯანდაცვა, არც განათლება და არც სოციალური პროექტები.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ 1,5 მილიარდი ლარით:
1. თუ მნიშვნელოვნად გავზრდით ხელფასს და მოვახდენთ ჯარის პროფესიული კომპონენტის შინაარსობრივ პროფესიონალიზაციას, შეგვიძლია ვიყოლიოთ 10 ათასიანი კომპონენტი, რომელიც გადანაწილდება 2 შერეულ სატანკო ბრიგადაში ( აღმოსავლეთი-დასავლეთი). სოციალური პაკეტის ღირებულება იქნება 10 000X3000 ლარი X12 თვეზე=360 მილიონ ლარს.
2. თუ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტიური რეზერვის ( 12 საათში საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლა იგივეა, როგორც პროფესიული კომპონენტის ქვედანაყოფის) რაოდენობას შეგვიძლია ვიყოლიოთ 24 ათასიანი აქტიური რეზერვი, გადანაწილებული 6 ან 8 ქვეით ბრიგადაში. 24 ათასიანო კპნტიგენტის გაშლისა და მართვისთვის საჭიროა 2400 ( 10 %) ჩვეულებრივ კონტტრაქტზე მყოფი ოფიცერი და სერჟანტი. ამ კონტიგენტის სოციალური პაკეტის ღირებულება იქნება 2400 X3000 ლ X12 თვე=86400000 ლარი + 24000 X600 ლარი X12 თვე=172800000 სულ ჯამში= 259200000 ლარი
3. სამოქალაქო ოფისი ( სამინისტრო და სხვა სერვისები) 100 თანამშრომელი. ღირებულება 100 X3000 X12=3600000 ლარი
თავდაცვის ძალები 10 ათასი პროფესიონალით, 26,4 ათასი აქტიური რეზერვით უდრის 36,4 ათასიან საბრძოლო კომპონენტს ( ეს უდრის რომ ჩვენ შეგვეძლება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მოწინააღმდეგის 180 ათასიანი კომპონენტის მოგერიება, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მილიონიანმა არმიამ მხოლოდ 240 ათასის გამოყვანა შეძლო). რა გვიჯდება ამ შესაძლებლობის სოციალური პაკეტის სახელფასო ნაწილი 360 მლ ლარი+259.2 მლ ლარი+3.6 მლ ლარი=622.8 მლ ლარი. გამოვყოთ 622.8 მლ +25%=622.8+155.7=778.5 მილიონ ლარს. 25 % საშემოსავლო გადასახადის დასაანგარიშებლად გამოვიყენე, როგორც ბევრ ნატოს ქვეყანაში მისი გაუქმება შეიძლება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის. დავიმახსოვროთ, იმისთვის რომ წარმატებით მოვიგერიოთ მოწინააღმდეგის 180 ათასიანი კონტიგენტი უნდა გავცეთ ხელფასის სახით 778.5 მილიონი ლარი.
სამხედრო ბიუჯეტის შესახებ დასავლეთის ანალიტიკა გვეუბნება რომ სამხედრო ბიუჯეტის სოციალური ნაწილი ( ხელფასი + პერსონალისთვის სხვადასვა ბენეფიტები) შეიძლება იყოს 45 დან 65 %მდე. ანუ ჩვენ შემთვევაში მინიმუმ 711 მილიონი, მაქსიმუმ 1 მილიარდი. როგორც ჩანს, ჩვენი სოციალური პოლიტიკა პერსონალის მიმართ თავისუფლად თავსდება სამხედრო ბიუჯეტის დასავლურ მოდელში.
დავიმახსოვროთ, სამხედრო ბიუჯეტი საკმარისია 36 ათასიანი არმიის შესანახად, რომელიც თანაბრად გაუმკლავდება მოწინააღმდეგის 180 ათასიან კომპონენტს.
რითი უნდა იყოს აღჭურვილი ასეთი არმია? მინიმუმ ის რაც გვაქვს მისი გარემონტება და მოდერნიზება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ რიცხოვნებაზე არ იყოს ჩამოკიდებული ამ კონტიგენტს ჭირდება:
1. აბრამსი ან ანალოგიური მინიმუმ 65 მაქსიმუმ 130 ცალი = 65 X 18 მლ ლარი = 1.2 მილიარდი ლარი ( ან 2.4 მილიარდი)
2. ბრედლი ან ანალოგიური 240 ცალი ან 180 ცალი= 240 X 7 მლ ლარზე = 1,7 მილიარდ ლარს;
3. ჰაიმარსი 24 ც = 24 X 8 მლ ლარი= 200 მილ ლარი
4. მ109 პალადინი 24 ც X 40 მლ ლარი =960 მლ ლარი
ეს საბაზისო საბრძოლო სისტემების ძირითადია ნაწილია, რომლის ჯამური ღირებულება 4.5 მილიარდ არ აღემატება. ეს ციფრი წარმოდგენის შესაქმნელად მინდოდა. თუ ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა აეწყობა არმიის გადაიარაღებაზე, ჩვენ ჯამურად შეგვიძლია 10 წელიწადზე 15 მილიარდ ლარის ინვესტიციის მოზიდვაზე ვისაუბროთ. რაც საკმარისი იქნება თანაბრად და ეტაპობრივად განვახორციელოთ სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო კომპონენტის ნატოს სტანდარტზე გადასვლა.
ფინანსურად საქართველოს ხელეწიფება ძლიერი სამხედრო კომპონენტის შექმნა, მაგრამ საზოგადოების, პოლიტიკის და სამხედროების შეუთანხმებლობის, სიჯიუტის და არაკომპეტენტურობის გამო ხსნა ვიპოვეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ფულის საბჭოთა სამხედრო კომისარიატების აღსადგენად დახარჯვაში…
თავდაცვის პოლიტიკა. ნაწილი მე-2.
შეიძლება შეიარაღებული ძალები გყავდეს მცირე რიცხოვნობის, მაგრამ აუცილებლად ყველა საჭირო კომპონენტით. საქართველოს თავდაცვას სჭირდება 4 ძირითადი კომპონენტი სახეობის მიხედვით: სახმელეთო, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა და საზღვაო. აგრეთვე, ტერიტორიული თავდაცვის ძალები.
ავიაცია:
საქართველოს აუცილებლად სჭირდება ძლიერი ავიაცია, პირველ რიგში ძლიერი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრნავებით. ჩვენი ბევრი პრობლემის მოგვარების გასაღები ასეთ ავიაციაშია. ყველაზე მისაღები რა თქმა უნდა ფ16-თ დაწყებაა. პირობითად სამი ესკადრილია 36 საბრძოლო თვითმფრინავის შემადგენლობით, შედარებით თანამედროვე მოდიფიკაციები 70 მილიონი ლარის ღირებულებით, 2.5 მილიარდი ლარიანი პროექტი გამოგვივა. თუ ამ პროექტს ვერ დავძლევთ, შეგვიძლია ტყუილად არ ვაწვალოთ სამხედრო ბიუჯეტით საქართველო და სავალდებულო სამხედრო სამსახურით ქართველი ახალგაზრდები. ავიაციის გარეშე, თან ასეთი ავიაციის გარეშე, შეგვიძლია იაფად აღვადგინოთ ურმები, დავსვათ ზედ შუბიანი ყაზახები და საბრძოლო ეტლებით ვიტრაბახოთ აღლუმებზე. პ.ს. ძლიერი ავიაციის გარეშე, შეიარაღებული ძალები არ გვეყოლება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო კომპონენტის მოქმედება მთლიანად უნდა იყოს დაფუძნებული ავიაცის მხარდაჭერაზე და ავიაციასთან კორდინაციის მაღალ შესაძლებლობებზე. თუ გვინდა რუსული კერზის ჩექმის სუნი გავდევნოთ ქართული ყაზარმიდან და გენერალური შტაბიდან, ჩვენ ომის ყურებას სანგრიდან უნდა დავანებოთ თავი და ზღვიდან და ჰაერიდან უნდა შევხედოთ. არ შეიძლება, რომ ჩვენ ბუჩქების და სანგრების არმიად დავრჩეთ. საჰაერო თავდაცვაც კი არ არის ისეთი პრიორიტეტული როგორც საბრძოლო ავიაციის შექმნა, თან ისეთი ავიაციის, რომელიც იქნება ფაქტორი, რეგიონალური ფაქტორი და არა თბილისის თავზე ტრაკიდან ფერადკვამლგამომშვები უბადრუკი ტროიკა. ჰაერში დომინირება უნდა იქცეს ჩვენ მთავარ პრიორიტეტად. ეს უნდა გვახსოვდეს და როგორც კი ამ პროექტს დავძლევთ, მუდმივად უნდა ვიყოთ მზარდი აპეტიტის რეჟიმში. დიდ ერებს დიდი ამბიციები და პროექტები ქმნიან.
ჯარის რეორგანიზაციაზე, როგორც წინა სტატუსში დავადგინეთ, ჩვენ შეგვიძლია 16 მილიარდამდე ლარის მოზიდვა 10 წლის განმავლობაში. ამ კონტექსტში, საბრძოლო ავიაციის ჩამოსაყალიბებლად 3 მილიარდამდე ლარის გამოყოფა შესაძლებელიცაა და არც დროში იქნება გაწელილი. პროექტის დაწყებიდან 3 წლის თავზე ჩვენ სამხედრო ცნობიერება გაცილებით სხვა ჭრილში დაინახავს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობას.
ავიაცია-3 მილიარდი ლარი-მაღალი თვითშეფასება-საკუთარი ძალების რწმენა.
თავდაცვის პოლიტიკა. ნაწილი 3
25 წელია ვცდილოთ პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას მაგრამ ჯერ კიდე შორს ვართ სასურველ მიზნამდე. მიზეზი? პროფესიული არმიის შექმნა შეუძლებელია საკონტრაქტო სამსახურის ერთი ჯარისკაცის სრულ პროფესიონალიზაციის გარეშე. რას ვგულისხმობ?
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის რიგითის ( შესაბამისად, მზარდი პროპორციით კაპრალი, სერჟანტი, ოფიცერი) პროფესიონალიზაცია მოიცავს მის სრულ პიროვნულ დამოუკიდებლობას სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელის ბრძანებების და განკარგულებებისგან, ის არის სახელმწიფო სამსახურში, რომლის ჩარჩო დადგენილია ნორმატიული აქტებით და კონტრაქტით, ის პიროვნულად, სუბიექტურად წყვეტს რისი გაკეთება ეკუთვნის და რისი არა, საერთოდ არ აინტერესებს, მისი უშუალო ხელმძღვანელი სერჟანტი ან ოფიცერი, წინა ღამით ცოლის ძალადობის გამო ცუდ ხასიათზეა თუ არა, ხომ არ ცხელა ან თავში ტარაკანების ზედმეტი აქტიურობის გამო ეიფორიაში ან ენერგიაზეა ხომ არ არის მოსული, მას აინტერესებს მხოლოდ მისი მოვალეობა, რომელსაც ის ზედმეტი აღტკინების გარეშე შეასრულებს. ანუ, პროფესიონალიზმის პირველი ნაბიჯია სამხედრო სამსახურში სუბიექტური ფაქტორების ნულ ნიშნულამდე დაყვანა.
სრულ დამოუკიდებლობა სამსახურისგან თავისუფალ დროს. მისი თავისუფალი დროის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი თანხით ან სხვა კომპენსაციით.
ხელფასი მაღალია და მთლიანად აკმაყოფილებს მისი მოთხოვნებს ალკოჰოლზე, ქალებზე, ზღვაზე ან მთაში დასვენებაზე, ავტომანქანაზე, უცნაურ ჰობით ან ახირებებით გართობაზე, კარგ ჩაცმაზე, დანაზოგის გაკეთებაზე. თუ შემთხვევით ცოლი და შვილი ყავს, მაშინ დამატებითი ბენეფიტები, მათვის იგივე პირობების უზრუნველყოფაზე.
სრული დაზღვევა მას და მის ოჯახის წევრებს.
განათლების მიღების შესაძლებლობა სახელმწიფო ანაზღაურებით მისთვის და ოჯახის წევრებისთვის
ღირსეული საცხოვრებელით უზრუნველყოფა სახელმწიფო ხარჯზე ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული ფინანსური მხარდაჭერა კერძო მფლობელობაში უზნეოდ მაღალი ღირებულების საცხოვრებლის შესაძენად.
ეს პირობები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ომში სიცოცხლის რისკის სრულყოფილად კომპენსირებაზე ვისაუბროთ, მაგრამ თურმე ყველა ერში არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ( სიდუხჭირის პირობებში მოსახლეობის 1 %-მდეც კი ადის) რომლებიც ამ მწირ პირობებზე შეიძლება დაითანხმო იმსახუროს ჯარში და რისკის ქვეშ დააყენოს თავისი სიცოცხლე.
ჩვენ 90-იან წლებში პიკნიკით და ზუკოთი იოლად გავდიოდით ფონს და თავს ვიტყუებდით, მაგრამ ჯარის პროფესიონალიზაცია სხვანაირად შეუძლებელია, ან გყავს პროფესიული ჯარი ამ პირობებით, ან თოხს და ყანას გამოქცეულების კრებული, რომლებსაც ფორმის ტარების სურვილი პირველ გასროლის დროს უქრებათ. ( გამონაკლისებიც არიან, მაგრამ თუ თავს არ მოვიტყუებთ ძალიან მცირე რაოდენობა)
პროფესიული ჯარის გარეშე საქართველოს თავდაცვა ვერ იქნება სრულყოფილი, ვერ უზრუნველყოფს მის წინაშე არსებულ ამოცანებს, ამიტომ თავდაცვის პოლიტიკის ( და საერთოდ ერის, თუ სახელმწიფო გვინდა) პრიორიტეტი უნდა იყოს საკონტრაქტო სამსახურის პროფესიონალიზაციის პირობების შექმნა და შესაბამისად ჯარის პროფესიონალიზაცია.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის არსებობა ნიშნავს, რომ უსინდისო პოლიტიკოსებს სურს ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე შექმნან ჯარის არსებობის იმიტაცია და თანაც იაფად.“
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved