• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, შაბათი, 16 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ“- კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:06 05-22-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებაა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უკავშირდება. გუშინ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოგვიდგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იქნას გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება.

ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, რადგან ეს თურმე, არადემოკრატიული ქმედებაა. რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ ამით არის გაჯერებული, არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, შინაარსობრივი განხილვა და ახსნა-განმარტება არ ყოფილა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე – ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ.

„კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მეგობრებო, დასკვნები თქვენთვის მომინდია, მე კი ჩემი მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ინტერესები არ გაიცვლება არაფერში. აღნიშნული კანონი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ისინი ფინანსდებიან დასავლეთის სხვადასხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შესაჩერებლად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთავაზებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მექსიკიდან შესვლა, რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ. ეს კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ჯანსაღი პარტნიორობისა და ურთიერთობებისთვის და მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომელიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ეხება.

„ის, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამე გაგვაკეთებინოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოვლილი გვაქვს და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოვიდა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთონ. ჩვენ არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, არაა მეგობრობა, არაა ჯანსაღი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნის სხვისი ინტერესებისთვის გამოყენება და იგივე მდგომარეობაში ჩავარდნა, რაც უკრაინაშია, მიუღებელია.

ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებას, მეორე ფრონტის გახსნას, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას. ეს არაა დემოკრატია და ევროპულობა. თავიანთი განცხადებებით სწორედ ისინი უწევენ ევროპას დისკრედიტაციას. ჩვენ დღეს მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება, პარტნიორები და ჯანსაღი ურთიერთობები გვჭირდება და ამისთვის მზაობა გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved