საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. „ინტერპრესნიუსი“ ზალკალიანის უწყებისგან დაინტერესდა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდება თუ არა კიევში მდებარე საქართველოს საელჩოს მუშაობა. როგორც უწყებაში განმარტავენ, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას გააგრძელებს.
„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,“- აღნიშნეს უწყებაში.
გუშინ გვიან ღამით რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, ბევრმა ქვეყანამ კიევში საკუთარი საელჩოების მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.
კომენტარები