თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბში იწვევენ. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარემ
იტალიური კლუბისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო. გაბუნია საქართველოს ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მეკარეა. 21 წლის მოთამაშე ჩოხატაურელია, „ლანჩხუთში“ დურმიშხან ჩხაიძემ ჩაიყვანა და გაზარდა, ეროვნულ ნაკრებში კი ორი წლის წინ ლევან ბაჯელიძემ დააწინაურა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს.
ეს ქართულ ქალთა ფეხბურთში პირველი პრეცედენტია, რომელიც ჯერ კიდევ სამოყვარულოდ მიიჩნევა, არსებობის ისტორიაში ფეხბურთელს იტალიაში არ უთამაშია და არც საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელებულა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
კომენტარები