ნინო პასიკაშვილმა ბელარუსის ნაკრებთან ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატჩი 9 აპრილს კვიპროსში გაიმართება.
საქართველოს ქალთა ნაკრების გამოცდილი მოთამაშის თქმით, ძლიერ მეტოქესთან ფრეც დადებითი შედეგი იქნება.
„ვფიქრობ, რომ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის. ლიეტუვასთან დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი მოლოდინი გვაქვს.
გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ფრეც დადებითი შედეგი იქნება, თუმცა ჩამოსულები ვართ მოსაგებად და ჩვენთვის მოწინააღმდეგის სიძლიერეს მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ნინო პასიკაშვილი.
ბელარუსი – საქართველოს მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები