• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად ერთი კვირის შემდეგ ცნო

ალია ავტორი - ალია
16:54 12-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია.

თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოიკითხა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.

გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.

ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.

სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება.

დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილი მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved