საქართველოს პრეზიდენტს ახალი ვებგვერდი აქვს. მისი პრეზენტაცია ორბელიანების სასახლეში შედგა.
ვებგვერდზე ინფორმაციის გაცნობა სამ ენაზე: ქართულ, ინგლისურ და აფხაზურზეა შესაძლებელი. აქვეა განთავსებული საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც.
„შეიქმნა ახალი ვებგვერდი სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება გამარტივებულად მიიღონ ინფორმაცია პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. ვებგვერდი განთავსებული იქნება ახალ მისამართზე, აღსანიშნავია ის რომ ახალი ვებგვერდი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს,”- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის უფროსი ნათია პავლიაშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტერნეტ-მისამართის ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.
კომენტარები