• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს უელსს დაუპირისპირდება

ალია ავტორი - ალია
16:22 11-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

2022 წლის დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები 19 ნოემბერს კარდიფში, „დრაკონების“ წინააღმდეგ გამართავენ. „ფრინციფალითიზე“ საქართველოსა და უელსის მეოთხე ჯახი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა სათამაშო შემადგენლობა. გასულ შაბათს სამოასთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა.

სამოასთან ტვინის შერყევა მიიღო და მომავალ თამაშს ტოვებს აკა ტაბუცაძე. მის ნაცვლად ძირითადში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ვასილ ლობჟანიძემ, თედო აბჟანდაძემ, სანდრო თოდუამ, მერაბ შარიქაძემ, დემე თაფლაძემ და დავით ნინიაშვილმა.

უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი – გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი ჭყოიძე, გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში. შერკინების შემკვრელად დაბრუნდა თორნიკე ჯალაღონია, შესაბამისად, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ფლანკერები იქნებიან.

უცვლელია პირველი და მეორე ხაზის მარქაფა – შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე, ალექსანდრე ქუნთელია და ლადო ჩაჩანიძე. მარქაფაში არიან ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე, რომლებიც სამოასთანაც იყვნენ განაცხადში, თუმცა თამაშში ჩართვა არ მოუწიათ. ნოემბრის კამპანიაში პირველად ითამაშებენ სანდრო მამამთავრიშვილი და ლაშა ხმალაძე.

„ფრინციფალითიზე“ თამაშს იტალიელი ანდრეა პიარდი განსჯის. მას კიდეებიდან ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ახალ ზელანდიელი ბრენდონ პიკერილია.

ბორჯღალოსნები კარდიფში კვირას, 13 ნოემბერს გაემგზავრნენ. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ტრავმებისა, გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება.

„უელსი ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რაც მათი მხრიდან პატივისცემის ნიშანია. ისინი ჩვენგან ძლიერ წინააღმდეგობას ელოდებიან, რაც ჩვენთვის პატივი და შესაძლებლობაა. შეკრების მესამე კვირაა და ვარჯიშების მოცულობა შედარებით ნაკლები გვქონდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, რამდენიმემ კი სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მომავალი თამაშისთვის მზად ვართ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას“, – აცხადებს მაისაშვილი.

უელსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 16 კეპი, 28 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 20 ქულა, 45 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 20 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 89 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 102 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 37 კეპი, 302 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 69 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 34 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 25 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 4 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 41 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 76 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა გორგაძე (პო, 38 კეპი, 55 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 30 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 17 კეპი, 20 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 92 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 4 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (1 კეპი, 5 ქულა); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 4 კეპი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 4 კეპი); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved