• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მსურველებისთვის, ისტორიის ტესტებიდან ამოიღეს შეკითხვები ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციაზე…

ალია ავტორი - ალია
19:51 05-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია – წერს “ეხო კავკაზა” სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით.

ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა.

თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.

გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობას”.

ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით – კერძოდ:

  • რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?
  • ვინ იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?
  • ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?

ახალ ტესტებში არ არის კითხვები არც ქვეყნის მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, ასევე არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, აშშ-ზე. ძველ ტესტებში იყო კითხვა:

“ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა თუ ბრაზილია?”

მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, “ჩამოთვლილთაგან რომელი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით – იოსებ სტალინი, ლეხ კაჩინსკი, ვლადიმერ პუტინი თუ უგო ჩავესი (სწორი პასუხია კაჩინსკი)”.

ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.

ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროდ გაფორმდა.

საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

,,მთავარი არხი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved