სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ვასილ ბასილაძის ინფორმაციით, ამ ბაზრების გახსნას შესაბამისი რეკომენდაციები სეს-მა გაუწია.
„ჩვენი ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ამ გახსნილ 47 ბაზარში, ასევე იმ დარჩენილ ბაზრებში, რომელთაც ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ და დარჩენილი აქვთ რეკომენდაციების შესრულების ნაწილი. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციებზეა დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრეები აღჭურვილი იყვნენ პირბადეებით, ხელთათმანებით, მათ სამუშაოს დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი ჩანაწერების სახით უნდა იყოს დაფიქსირებული დირექციის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, როგორც მომხმარებლებში, ასევე მოვაჭრეებში“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.
2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა.
კომენტარები