• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:30 04-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,479

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება – წერს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძ სოციალურ ქსელში.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება. თუ სხვებისათვის ეს ლამაზი რიტუალია, საქართველოს ეკლესიისათვის იგი ბუნების საწინააღმდეგო სასწაულია. მაგალითად, სომხური ეკლესია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ცერემონიაში, არ ეუბნება თავის მრევლს, რომ ცეცხლი თავისით ინთება. მასში მონაწილე სომეხი სასულიერო პირები ამბობენ, რომ ცეცხლი ინთება წინასწარ ანთებული ლამპადიდან. ბუნებრივი ცეცხლი მას შემდეგ ხდება “წმინდა ”, რაც პატრიარქი დალოცავს მას.

საქართველოში ამ მოვლენაზე გულახდილი საუბარიც კი მიუღებელია, “მკრეხელობაა”. “რუსთავი 2” თავის სარეკლამო კლიპში გვამცნობს, რომ პირდაპირ რეპორტაჟს აპირებს ამ “სასწაულიდან” და ალბათ როგორც მანამდე “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, მოჰყვება ათას ზღაპრებს და სრული სერიოზულობით დაიწყებს მტკიცებას, რომ რაც ხდება, ფიზიკურ კანონებს მიღმაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე “არც კი წვავს”. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყვარელი არგუმენტია რაღაცის დასამტკიცებლად.

ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, “მეცეცხლე მინისტრების”, ელჩებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების სახით და “სახელმწიფოს გვერდში დგომა”, ამ დღესასწაულის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნაცადი ხერხია. როცა ეკლესია და მთავრობა შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ადამიანების გონების რეცხვის პროცესში, ორივე მხარე ამით პოულობს თავ-თავიანთ სარგებელს.

სანამ ხელისუფლება (ოპოზიციაც) არ გაიაზრებს, რომ ეკლესიის იდეოლოოგის ტყვეობაში ყოფნა, ეკლესიისა და ხელისუფლების გაუმიჯნაობა ხელს უშლის ცივილიზებული საერო სახელმწიფოს შექმნას, შეუძლებელია ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს რომელიმე სფეროში.

მხოლოდ განათლება, მეცნიერული ცოდნა და თავისუფალი აზროვნება არის თანამედდოვე საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი, რომლისგანაც ჯერ კიდევ ასე შორსა ვართ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved