• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე: პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ალია ავტორი - ალია
14:39 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე:

ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.

გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94% იყო პატიმრობის მოთხოვნა. 

„2020 წელს, სპეციალიზებული პროკურორების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში აქტიურად ხდებოდა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა 2017 წელს  25 ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა, 2018 წელს – 111, ხოლო 2019 წელს – 120 ბრალდებულის მიმართ. 2020 წლის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 178 ბრალდებულის მიმართ, ხოლო 184 ქალი დაზარალებულად იქნა ცნობილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი პირველად გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, სისხლის სამართალწარმოების პროცესში მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და იგი უკვე პროცესის მონაწილეს წარმოადგენს.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

თეგები: ირაკლი შოთაძეპროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved