• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ეკლესიის სამრევლოები უცხოეთში ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

ალია ავტორი - ალია
22:12 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანას: იტალიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და მალტას მოიცავს და 57 სამრევლოს აერთიანებს, ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები მღვდელმსახურების მიერ, საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. ამის შესაებ ნათქვამია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპარქიაში შემავალი სამრევლოს წევრებს შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა მსახურებებს სამრევლოების „ფეისბუქის“ გვერდებზე. არსებული შეზღუდვების მიუხედავად, დასავლეთ ევროპის ეპარქიამ მორწმუნეებს აცნობა, რომ სამრევლოს ტაძრები შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება ინდივიდუალური ლოცვისთვის და მრევლს ტაძრების მოლოცვის საშუალება მიეცემა.

„ეპარქიის სამღვდელოების სახელით მოვუწოდებთ სამრევლოების წევრებს, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულები ვართ დავიცვათ ადგილობრივი ხელისუფლებების დადგენილებები. ქვეყნების მთავრობების მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი). ეპარქიის საგანგებო გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ სამრევლოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება.

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, ბრიტანეთში მოქმედი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების მსგავსად, დროებით შეჩერდა საჯარო ღვთისმსახურებები. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ მიუნხენის მრევლს აცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული კომენდანტის გამო მიუნხენის ეკლესიაში წირვა არ ტარდება.

„ვილოცოთ სახლებში, როგორც ქრისტე გვეუბნება: „როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, მოიხურე კარი და ილოცე ფარულად შენი მამის მიმართ.“ (მთ. 6,6). ეს მდგომარეობა გაგრძელდება 3 აპრილამდე, შემდეგ ვნახოთ, რა განკარგულებას გამოსცემს ბავარიის ხელისუფლება“, –  წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ვირუსული პანდემიის გამო და მოქალაქეთა ერთმანეთთან კონტაქტის შესამცირებლად, ბელგიის სამეფოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს რეგულაციების შესაბამისად, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში საზოგადო რელიგიურ მსახურებებზე შეკრებები 3 აპრილამდე შეჩერებულია.

1TV.GE

თეგები: საპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved