• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ბანკს Mastercard-თან ერთად სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

ალია ავტორი - ალია
18:31 09-15-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
BOG
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო,
მათ საჭიროებაზე მორგებული კამპანიების წარდგენას. ამჯერად ბანკი Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს შემდეგ შეთავაზებას უკეთებს. დღეიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სტუდენტები RGG-ის მაღაზიების ქსელში შოპინგისას, სტუდენტური ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის 20% პროცენტს უკან დაიბრუნებენ.
ქეშბექის აქცია RGG-ის ქსელის 20 მაღაზიაში ისეთ ბრენდებზე ვრცელდება როგორიცაა:
Zara, Mango, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Marks & Spencer, US Polo, Oysho, Aldo, Massimo Dutti, Charles & Keith, Flormar, La Vie En Rose, Gap, La Senza, Clarks, Quiz, Accessorize, Ipekyol, Call It Spring.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალ სასწავლო სემესტრთან დაკავშირებით სტუდენტებს მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციაზე შეძენისას განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ და Mastercard-ის მხარდაჭერით სტუდენტებს RGG-ის ქსელის 20 მაღაზიაში ქეშბექის აქცია შევთავაზეთ. აღნიშნული კამპანიით სარგებლობას სტუდენტური
ბარათის ყველა მფლობელი შეძლებს. მადლობას ვუხდით Mastercard-ს რომლის ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთ საინტერესო აქციას ვიწყებთ. ჩვენი მიზანია, უკონტაქტო გადახდის მეთოდით, შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ; ამასთანავე, ვცდილობთ ჩვენი ბარათის მფლობელებს სისტემატიურად
შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიები მათთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ობიექტებში“,- აცხადებენ Mastercard-ში.

საქართველოს ბანკი Mastercard-თან ერთად სტუდენტური ბარათის მფლობელებს წლის ბოლომდე კიდევ შესთავაზებს საინტერესო აქციებს. აღნიშნული კამპანიით სტუდენტური ბარათის საჩუქრების სემესტრი დაიწყო.

ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს,
უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

(R)

თეგები: მასტერქარდისაქართველოს ბანკისტუდენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved