• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკმა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო

ალია ავტორი - ალია
18:01 10-29-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს ბანკი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. “ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში – “ხარისხიანი განათლება” და “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა” გადაეცა.

ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს სცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის, გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. აღნიშნული ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეყრდნობა.

„როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, საქართველოს ბანკი  აქტიურად აგრძელებს განათლების სფეროს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას. სასტიპენდიო პროგრამები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ონლაინ სწავლის ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების სივრცეების, იდეათეკების შექმნა – ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც ბანკი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით ახორციელებს. მეორეს მხრივ, ბანკი მუდამ ცდილობს წაახალისოს ის პროექტები, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს − ეკონომიკური და სოციალური. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა  ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს ასეთი მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, „Meliora 2021”- ის ჯილდოც მოიპოვა, ხოლო 2019 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულად  დასახელდა.

ინფორმაციისთვის, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება.  საქართველოში ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსი მიზნად  ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.

თეგები: გაეროსაქართველოს ბანკიჯილდო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved