• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ალია ავტორი - ალია
20:39 07-28-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, რომელსაც ბანკი უკვე რამდენიმე წელია ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს იმას  ნიშნავს, რომ UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევების შედეგად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღება,  რომელიც  ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში ჩატარდება.

„საქართველოს  ოთხი დაცული ტერიტორიის ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით მთელს ევრაზიაში, როგორც ჭაობიანი რეგიონი და უძველესი ფოთლოვანი კოლხური ტყეებით, ეკოსისტემებში შემორჩენილი რელიქტური და ენდემური სახეობებით. ისინი წარმოადგენენ ყველაზე ნოტიო ფართოფოთლოვან სუბტროპიკულ ტყეებს გლობალურ დონეზე. ეს ყოველივე, კოლხეთის დაბლობზე მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი ევოლუციის პროცესის შედეგია“- განაცხადა CNF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თობიას მიუნხმაიერმა.

„პირველად მთელს ამიერკავკასიაში, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ეს  აღიარება ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებას და გადარჩენას. ასევე, ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას. მოხარული ვართ რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბანკი უკვე 10  წელია 11 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი 2010 წლიდან CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით ეტაპობრივად შემდეგი 11 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მახრდაჭერას ახორციელებს: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთის და მაჭახელა. 

თეგები: UNESCOდაცული ტერიტორიასაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved