• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო წყვეტს სპეცტექნიკის და ავტომობილების რეექსპორტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე – რუსული მედია

ალია ავტორი - ალია
12:59 05-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,754

საქართველომ ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის, აკრძალული საქონლის – სპეცტექნიკისა და ავტომობილების რეექსპორტი შეწყვიტა. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. BM.GE აღნიშნულ საკითხზე ცდილობს შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალური პასუხი მიიღო.

რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახლა საქართველო არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეცტექნიკის რეექსპორტსაც წყვეტს. რუსული მედია წერს, რომ „შავი ხვრელი“ ქართულმა მხარემ გამოცემა iFact-ის მასალის გამოქვეყნების შემდეგ ამოქოლა, რომელშიც საუბარია, რომ საქართველო „საქართველოს საზღვრები სანქციების გვერდის ასავლელი “მწვანე დერეფანია”. საგამოძიებო მასალის ავტორები, სტატიაში საუბრობენ იმაზე თუ როგორ დაუძვრა რუსეთი კიდევ ერთ სანქციას და შეუფერხებლად იმარაგებს ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებს თუ თოვლმავლებს, რომლის მიწოდებაც ევროკავშირმა რუსეთისთვის შეზღუდა. მათივე ცნობით, 2022 წლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოდან სომხეთში,აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების 2 500 ერთეული მძიმე ტექნიკა გადაიზიდა. აღინიშნება, რომ ტექნიკა საქართველოდან ფორმალურად მესამე ქვეყნებში გადაიზიდება, თუმცა ადგილამდე არ ჩადის და რუსეთში ხვდება. წერია მასალაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ აკრძალული ტექნიკის რეექსპორტისთვის ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეებზე გაფორმებაა საჭირო. ერთ-ერთი გამოცემა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ კომპანია VIG trans-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ტექნიკის გაფორმება ჯერჯერობით მხოლოდ გაძვირდება, რადგან რეექსპორტირებული საქონელი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე კი არა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე უნდა გაფორმდეს.

კომპანიის დამფუძნებელი იგორ რებელსკი აცხადებს:

„ეს ისტორია ასე თუ ისე ჩერდებოდა, მაგრამ ინსტრუმენტი მუშაობდა, ახლა კი ევროკავშირიდან დამატებითი სანქციების მოლოდინში, ვხედავთ გარკვეულ ჩანაფიქრებს ევროკავშირის მხრიდან იმის შესახებ, რომ რუსეთში ამ საქონლის მიწოდება საბოლოოდ შეიზღუდოს. ახლა ისინი ჰიპერსანქციების ამოქმედებას განიხილავენ და შესაძლებელია, რომ საქართველო ამ მხრივ თავის ლოიალობას აჩვენებს. როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში, ჯერ გაურკვეველია, ანუ ჩვენ იმპორტიორებისა და ბაზრისგან უკუკავშირს ვერ ვხედავთ. ვიღაც ალბათ იყენებს ამ მექანიზმს, ვიღაც – არა. ჩვენ ხომ ლოგისტიკური კომპანია ვართ და ჩვენ ეს გამოცდილება არ გვქონია“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი რუსულ მედიასთან.

ამასთან კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა რეექსპორტის მიზნით სპეცტექნიკის ყირგიზებზე ან ყაზახებზე გადაფორმება, VIG trans-ის ხელმძღვანელი პასუხობს: „დე იურე ეს შესაძლებელია, საკანონმდებლო შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა ადამიანები პრობლემებს ყოველთვის აწყდებიან. მგონია, რომ ეს არასისტემატიზებული ამბავია, ალბათ ერთეული შემთხვევები იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ასეთი ფაქტების მუდმივ ბიზნეს – ქეისად გამოყენება შეიძლება. მუდმივი კონტროლის დროს თუ ყველაფერს შევამოწმებთ, ეს ხომ ყოველთვის ჩანს – რა კომპანიაა, ფული საიდან მოძრაობს, სად იყიდება, ეს უბრალოდ დროის საკითხი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved