“მთავარი პრობლემაა, რომ საპროტესტო აქციებს შედეგი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ვფიქრობ, ოპოზიცია იმაზე უნდა კონცენტრირდეს, რომ თუ რამეს ამბობს, მისი მიზანი შესრულდეს, სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამიშვი-დამიჭირეს თამაშს ემსგავსება და შედეგი ვერ მოჰყვება. გასაგებია, რომ “ქართული ოცნება” ვიღაცას აქციაზე დააკავებდა, სასამართლოში გადაიყვანდა და შეიძლება, ციხეში რამდენიმე დღე ჩასვას, ეს ხომ აქამდეც უქნია და ხომ მოსალოდნელია, როცა ასეთ ბრძოლას იწყებ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები