ბოლო დროს საფრანგეთში ყოველდღიურად COVID-19-ის 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კვლავ იძულებულნი გახდნენ, პირბადეები ატარონ. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
სექტემბრის ბოლოს მთავრობამ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საშუალება მისცა, იმ რაიონებში, სადაც COVID-19-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია, პირბადეები მოიხსნან.
ოქტომბრის დასაწყისში საფრანგეთის 47-მა დეპარტამენტმა სკოლებში პირბადის რეჟიმი გააუქმა, ერთი კვირის შემდეგ კი მათ დანარჩენი რეგიონები შეუერთდნენ.
მაგრამ ბოლო დროს COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეში 10 ათასს გადააჭარბა. ამან მთავრობა აიძულა, უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინა.
პირბადეების სავალდებულო რეჟიმი დაწყებითი კლასების 6-დან 11 წლამდე მოსწავლეებზე, ანუ მოსახლეობის იმ ნაწილზე ვრცელდება, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციის კურსს ჯერჯერობით არ გადის.
report.ge
კომენტარები